Wednesday, July 21, 2010

დუშეთის ხევი

პროექტის სახელი: დუშეთის ხევი
1 . მნიშვნელობა აქტუალობა და მიზანი : ვინაიდან ეკოლოგიურად სუფთა გარემო ჯანმრთელობისათვის აუცილებელია , მოსახლეობასთან საუბარი და გზების დასახვა არ დააბინძურონ ხევის წყალი .
2 . პროექტის მოკლე აღწერა : მოსწავლეები გაეცნობიან დუშეთის ხევის სისუფთავის მდგომარეობას .
3 . პროექტის სრული აღწერა : მოსწავლეები გაეცნობიან და შეისწავლიან დუშეთის ხევის მდგომარეობას. დაადგენენ ხევის იმ ადგილებს , სადაც ჩაედინება საწარმოს ნარჩენები , კომუნალური წყლები .რა გავლენას ახდენს ნარჩენები ხევის წყალზე . რა ინტენსივობით არის დასახლებული მოსახლეობა ხევის სხვადასხვა მონაკვეთზე . მდინარის რომელი მონაკვეთია ყველაზე სწრაფი და სად უფრო დიდი ზიანის მოტანა შეუძლია მოსახლეობისთვის ადიდების შემთხვევაში . გამოიკვლიონ როგორია სხვადასხვა მონაკვეთში ხევის წყალი სუფთა თუ მინარევებიანი . დაკვირვების გზით დაადგინონ მისი ერთგვაროვნების ხარისხი . გამოიკვლიონ რომელ ადგილებს იყენებს მოსახლეობა ნაგავსაყრელად და რა გავლენას ახდენს იგი მდინარეზე .
გამოიკვლიონ , რატომ არის საშიში დაბინძურებულ ადგილებში ბანაობა . მოსწავლეები გადაიღებენ პრობლემური ადგილების ფოტოებს . გააკეთებენ კედლის გაზეთს ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით. ასევე აიღებენ ინტერვიუებს მოსახლეობიდან , როგორ შეიძლება დავიცვათ ხევი დაბინძურებისგან . წერენ რეკომენდაციებს ხევის სანაპიროს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის საკრებულოში წარსადგენად .
4 . მოსწავლეთა ასაკი :( XI კლასი )
5 . ვადები და ხანგრძლივობა : 2 თვე
6 . პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში :
 კვლევა-ძიება
 დისკუსიის გამართვა
 დაკვირვება
 პრობლემის გადაჭრის გზების დასახვა
7 . მოსალოდნელი შედეგები , პროდუქტები : გადაიღებენ ფოტოებს , მოაწყობენ პრეზენტაციას , შექმნიან კედლის გაზეთს , გააკეთებენ დაკვირვების დღიურს . მოსწავლეები თავიანთ წვლილს შეიტანენ ხევის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად . პროექტს განათავსებენ ინტერნეტში , მოსწავლეები აკავშირებენ გარემოს სისუფთავისა და კვების პროდუქტების ხარისხს ადამიანის ჯანმრთელობასთან .
8 . ენა : ქართული
9 . საგნები . ეროვნულ გეგმასთან კავშირი
ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს შემდეგ საგნებში :
შეისწავლიან ხევის გეოგრაფიულ მდებარეობას , რა ინტენსივობით არის დასახლებული მოსახლეობა .
ფიზიკა- ქიმია- ბიოლოგია- ბუნებასთან ურთიერთობის , დაკვირვების , კვლევის უნარის განვითარება
ლიტერატურა : გააკეთებენ კედლის გაზეთს .
10.პროექტის იდეის ავტორი : მანანა წიკლაური
11.ავტორის ელ . ფოსტა : mananawiklauri@gmail.com